|
2022-03-23 11:00:31, 732 ნახვა
მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, თუ რუსეთისთვის „ეგზისტენციალური საფრთხე“ დადგება
კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავისი სამხედრო მიზნებისთვის უკრაინაში. CNN-თან ინტერვიუში დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა გამოერიცხა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა პირობებში გამოიყენებს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა: „თუ იქნება ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ შესაძლებელია მოხდეს მისი გამოყენება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მკაცრად მიმდინარეობს იმ გეგმებისა და მიზნების შესაბამისად, რომლებიც წინასწარ იყო დადგენილი. ამასთანავე, დიმიტრი პესკოვმა გაიმაორა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები და განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზნები“ არის „უკრაინის სამხედრო პოტენციალის აღმოფხვრა“, ასევე „ნაციონალისტური ბატალიონების“ მოშორებაა. ამასთანავე, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ „სამხედრო ოპერაციის“ მიზანია უკრაინამ მიიღოს, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი - რუსეთის ნაწილია და სეპარატისტული სახელმწიფოები ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები „უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)