|
2022-03-23 10:44:41, 818 ნახვა
მსოფლიო
Reuters - აშშ და დასავლელი მოკავშირეები რუსეთის G20-დან გარიცხვას განიხილავენ
შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აფასებენ, უნდა დარჩეს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის მთავარ სტრატეგიულ ეკონომიკურ ფორუმის ოცეულში (G20), - ამის შესახებ Reuters-ს დისკუსიაში ჩართულმა წყაროებმა განუცხადეს. "იყო დისკუსია იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა რუსეთისთვის G20-ის ნაწილი იყოს" - თქვა G7-ის მაღალჩინოსანმა წყარომ. წყაროების ცნობით, არსებობს იმის ალბათობა, რომ რუსეთის პირდაპირ გარიცხვის მცდელობას შესაძლოა ფორუმის სხვა წევრებმა(ჩინეთმა, ინდოეთმა, საუდის არაბეთმა და სხვებმა) ვეტო დაადონ. ამასთან რუსეთის გარიცხვა ზრიდის იმის პერსპექტივას, რომ ზოგიერთი ქვეყანა G20-ის შეხვედრებს გამოტოვებს. ევროკავშირის წყარომ ცალკე დაადასტურა რუსეთის სტატუსის შესახებ დისკუსიები G20-ის მომავალ შეხვედრებზე, რომლის მონაცვლე თავმჯდომარე ამჟამად ინდონეზიაა. „ინდონეზიას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს, რომ რუსეთის ყოფნა მომავალ მინისტერიალებზე ევროპული ქვეყნებისთვის უაღრესად პრობლემური იქნებოდა“, - თქვა წყარომ და დასძინა, რომ არ არსებობს რაიმე ქვეყნის გამორიცხვის მკაფიო პროცესი. Reuters-ის ცნობით, შეერთებული შტატები გეგმავს კონსულტაციებს თავის მოკავშირეებთან, სანამ რაიმე სხვა განცხადებები გაკეთდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)