|
2022-03-22 17:37:02, 846 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - ევროკომისია საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევს და მზაობას გამოხატავს, ამ პროცესში საქართველოს დახმარების გაგრძელების თაობაზე
„ევროკომისიამ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს და მზაობა გამოხატა ამ პროცესში საქართველოს დახმარების გაგრძელების თაობაზე" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა. მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების (DCFTA) 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. გენადი არველაძის ინფორმაციით, ევროკომისიის შეფასებაში, DCFTA-ის განხორციელების მხრივ პროგრესის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ საჯარო შესყიდვების, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის, კონკურენციის, შრომის უსაფრთხოების, ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე. „მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანების პროცესი და კიდევ მეტი მნიშვნელობა შესძინა ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის ვალდებულებების განხორციელების პროცესს. საქართველოს მთავრობის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობისკენ" - აღნიშნა გენადი არველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)