20:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 14:04:58, 636 ნახვა

საზოგადოება
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები ფრანგული ყველის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები ფრანგული ყველის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გამართული ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი, პროექტის „FinExCoop საქართველო” ფარგლებში, ფრანგმა ექსპერტმა, პატრიკ ანგლადემ ჩაატარა. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებული სწავლება მოიცავდა ნედლი რძის დამუშავების და ყველის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიის გაცნობას.

„ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი 20-ზე მეტი კოოპერაციული საწარმოს წარმომადგენლს ჩაუტარდა.

პროექტი „ფინანსები, ექსტენცია და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU (NIF) პროგრამის ფარგლებში. პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ (AFD) ხდება. ოთხწლიანი პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებას მცირე მასშტაბური კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის საქართველოში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics