|
2022-03-22 11:51:53, 732 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტი (DAQCP) წარმატებით გაიარა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტი (DAQCP) წარმატებით გაიარა. - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტი (DAQCP) წარმატებით გაიარა და იმ 300 ზე მეტი აეროპორტის გაერთიანების წევრი გახდა, ვისაც მსგავსი აუდიტი აქვს გავლილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავების მოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავება IATA-ს სტანდარტების სრული დაცვით ხდება და საჰაერო ხომალდები ოპერირებას მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების დროსაც შეუფერხებლად შეძლებენ. DAQCP არის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აუდიტების შემადგენელი ნაწილი. საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტის (DAQCP) მთავარი მიზანია თვითმფრინავების ოპერირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდა, როგორც მოყინვის საწინააღმდეგო ტექნიკა და სითხეები, ასევე სახელმძღვანელოები, პროცედურები და მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტმა (DAQCP) ქუთაისის აეროპორტში, შენიშვნების გარეშე ჩაიარა. "მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რესერტიფიცირების შემდეგ საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტიც წარმატებით გაიარა. აუდიტის ეს დასკვნა არის დასტური ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანიებისთვის, რომ ჩვენი მხრიდან მათ ოპერირებას ხელი არანაირ მეტეოროლოგიურ პირობებში არ შეეშლება. ქუთაისის აეროპორტი სრულ შესაბამისობაშია ICAO-სა და IATA-ს სტანდარტებთან, -" აცხადებს თამარ არჩუაძე. საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტები აეროპორტებში ყოველწლიურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ტარდება და IATA-ს კომიტეტის მიერ ე.წ. Check list-ის საფუძველზე ხორციელდება. საკონტროლო სიების განახლება წელიწადში ერთხელ, მოყინვის საწინააღმდეგო უახლესი ტექნიკის განხილვის შემდეგ ხდება და SAE-ის შესაბამის სტანდარტების დოკუმენტებს შეესაბამება. საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტში (DAQCP) გაერთიანებულია 130 მდე წამყვანი ავიაკომპანია. მათ შორის ის ავიაგადამზიდები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით ოპერირებენ (WIZZ AIR, FLYARYSTAN).
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)