|
2022-03-22 11:22:07, 1239 ნახვა
საზოგადოება
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, „თიბისის“ საქველმოქმედო ანგარიშზე საქართველოს მოქალაქეებმა და კომპანიებმა უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტი ჩარიცხეს
უკრაინელების მხარდასაჭერად, „თიბისის“ საქველმოქმედო ანგარიშზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი თანხა ჩარიცხოს და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. თიბისის არაერთი მოქალაქე და კომპანია შემოუერთდა. ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინის დასახმარებლად უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. თანხა რეგულარულად ირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე. გუნდის სახელით, თიბისიმ ფონდში 200,000 ლარი ჩარიცხა. „თიბისიმ“ მომხმარებლებს დონაციის პროცესი ციფრულ არხებშიც გაუმარტივა და თიბისის აპში სპეციალური შაბლონი - „მხარდაჭერა უკრაინას“ შექმნა. უფასო გახდა ნებისმიერი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული გადარიცხვა უკრაინის მიმართულებით. საკომისიო გადასახადებს თიბისი თავის თავზე იღებს და მას სრულად ფარავს. საბანკო ასოციაციის ორგანიზებით და საბანკო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და გაიგზავნა უკრაინაში. კომპანია ფინანსურად ეხმარება გუნდის უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახის წევრებს. „თიბისი“ აფინანსებს ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვას და ეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო და კერძო სექტორს არაერთი პროექტის განხორციელებაში, მხარს უჭერს ბიზნესებს ამ რთული პერიოდის გადალახვაში სექტორული კვლევების და სამუშაო სესიების/შეხვედრების ორგანიზებით. ინიციატივას თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებიც შეუერთდნენ. თიბისი დაზღვევა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს. ციფრული პლატფორმები - Mymarket.ge, Vendoo.ge და myhome.ge თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის 3%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რიცხავენ. უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად, სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე ახალი ციფრული სერვისი, რომლით სარგებლობაც უფასოა:
სხვადასხვა სახით, ქველმოქმედების იდეას შეუერთდნენ კომპანიები: თეგეტა მოტორსი, გეფა, The BODY SHOP და Afflelou Paris. „თიბისი“, საფინანსო სექტორის სხვა მოთამაშეებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას ამ რთულ პერიოდში. „თიბისის“ საქველმოქმედო ანგარიშის რეკვიზიტები: #GE68TB7318736080100007 მიმღები: ააიპ თიბისელები #GE80TB7318736180100001
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)