20:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 15:08:26, 666 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა „ჰეინონლაინზე“ შეუზღუდავი წვდომა ექნება

წამყვან ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი კვლევები და სტატიები, საერთაშორისო პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის უკვე ხელმისაწვდომია. მათი გაცნობა ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა „ჰეინონლაინზეა" (HeinOnline) შესაძლებელი. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ჰეინონლაინზე" შეუზღუდავი წვდომა უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოების პროცესს, გააძლიერებს სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას.

სამომავლოდ საერთაშორისო სამართლებრივ ელექტრონულ პლატფორმაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციის" განთავსებაც იგეგმება.

„HeinOnline"-ის ბაზების ეფექტიანად გამოყენებისა და თანამედროვე კვლევის მეთოდების გასაცნობად, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის სპეციალური ტრენინგებიც ჩატარდება, რომლებსაც კვალიფიციური უცხოელი ექსპერტები წარუძღვებიან.

საერთაშორისო სამართლებრივ ბაზაზე წვდომა იუსტიციის სამინისტროსთვის ევროკავშირის პროექტ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა II"-ის (Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement II) ფარგლებში განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics