|
2022-03-21 14:06:54, 1165 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. თიბისი კაპიტალის გუნდი, პირველ რიგში, მწუხარებას გამოხატავს, განსაკუთრებით გაზრდილი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გამო. პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ოპტიმიზმმა შედარებით მოიმატა. კერძოდ, თიბისი კაპიტალის მკვლევარების აზრით, მართალია კვირის ბოლოს გარკვეული გაუარესებით, თუმცა ოპტიმიზმი მიმდინარე სიტუაციაში 3 ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორზე აისახა: რუბლის კურსი და ნავთობისა და ოქროს ფასები. ასევე, რეგიონის სახელწიფო ობლიგაციებზე რისკის პრემია მნიშვნელოვნად შემცირდა. ადგილობრივი მაჩვენებლების მხრივ, მიმდინარე რეალობის გათვალისწინებით, ასევე შედარებით პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. კერძოდ, ფულადი გზავნილების შემოდინება მარტში მნიშვნელოვან მდგრადობას ინარჩუნებს. მართალია, ჯერ სრული 2022 წლისათვის დასკვნების გაკეთება ადრეა, თუმცა თიბისი კაპიტალი აშშ დოლარში გამოხატული გზავნილების წინა წელთან შედარებით - მცირედით, მაგრამ მატებას მაინც არ გამორიცხავს. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინების შესაბამისად, ტურიზმის აღდგენის ტემპმა თებერვლის ბოლოს და მარტში იკლო, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორია. თიბისი კაპიტალის არსებული შეფასებით, ამ გზით მიღებული გაწლიურებული შემოსავალი დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს. ამ მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი აქტივობაც საყურადღებოა, თუმცა მთლიანობაში საპროგნოზო რაოდენობრივი შეფასება ჯერ კიდევ არაერთ დაშვებაზეა დამოკიდებული. ძირითად მაკროეკონომიკურ პროგნოზებს რაც შეეხება, კვლავ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მოლოდინები უფრო სწრაფი, ვიდრე გადადებული გადაწყვეტის სცენართანაა ახლოს. ასევე, წინა კვირისაგან განსხვავებით, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ლარის გამყარების ალბათობა გაუფასურებასთან შედარებით მეტია. თიბისის მთავარი ეკონომისტის 21 მარტის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)