21:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 10:51:43, 740 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის ქუჩები თოვლისგან 24-საათიან რეჟიმში იწმინდება და ყველაზე მნიშნელოვანი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს. 

„ზედა წყნეთში, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები. პარასკევს დაიწყო თოვა და დღესაც არ გადაუღია. ამ დღეების განმავლობაში, მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, როგორც ცენტრალური გზის, დაწყებული გვაქვს ასევე, მეორადი ქუჩების მოწესრიგება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს. ტექნიკა მუშაობს. სრულად გაწმენდილია ბეთანიაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა იყოს მოწესრიგებული.

„მინდა, „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სამუშაოებში, ასევე, კონტრაქტორი კომპანიები, ვინც ტექნიკით უზრუნველყოფას აკეთებს. თუ არის დარჩენილი ისეთი მეორადი ქუჩები, სადაც ჯერ მოვახერხეთ შესვლა,  ამისთვის ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან „თბილსერვის ჯგუფი“ მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული. პატარა ტრაქტორებით შევდივართ მეორად ქუჩებზე და ვაწარმოებთ მათ გაწმენდით სამუშაოებს. მეორად ქუჩებზე არის პატარ-პატარა პრობლემები, რადგან შეუძლებელია ერთდროულად ყველა ქუჩაზე შესვლა, ყველა პატარა ქუჩის და ჩიხის მოწესრიგება. ამდენი ტექნიკაც არ არსებობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა კი განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს ასევე მერიის ცხელი ხაზის, რათა შემოსულ შეწყობინებებზე რეაგირება მაქსიმალურად მოხდეს.

„მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ მერიის ცხელ ხაზს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყველა შემოსული შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მივიდეთ ყველა მოსახლესთან და მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულიაც იმყოფებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics