21:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 17:01:48, 983 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკა უწყვეტად მუშაობს. გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე. დედაქალაქში წუხელ ღამის შემდეგ 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.

მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ამ ეტაპზე შეფერხებები ფიქსირდება ზოგიერთ მარშრუტზე, მათ შორის: პატარა ლილო, სოფელი ლისი, წყნეთი წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთის მიმართულებით. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, აღნიშნული შეფერხებები აღმოიფხვრას. 

ამასთან შეგახსენებთ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22." - ნათქვამია ინფორმაციაში.

დედაქალაქის მასშტაბით, გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics