2022-03-19 16:58:24, 1034 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქალაქების მთავარ მოედნებზე, პარტია "დროას" ორგანიზაციის წევრებმა ქართველი მებრძოლების ფოტოები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
თბილისში, პარლამენტის წინ, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველების ხსოვნას პატივი უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმაც მიაგო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,