21:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 12:55:12, 810 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  რუსთავშისაცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.  - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისსათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის  მუშაობა  აქტიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს   დევნილი  ოჯახების ბინით  დაკმაყოფილება. 

იძულებითგადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, უპრეცედენტოთ მასშტაბური სამშენებლოსამუშაოები მიმდინარეობს  რეგოინებშიც.  უახლოეს მომავალში, ქალაქ რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც   დევნილთა სააგენტოს   გადაეცა  2 ჰექტარი მიწისნაკვეთი, 800 დევნილი ოჯახისთვის   განკუთვნილი თანამედროვე  სტანდარტების  საცხოვრებელიკომპლექსი   აშენდება  და იძულებით გადაადგილებული ოჯახები, ახალ ბინებს, დასრულებულირემონტით მიიღებენ. 

"ქალაქ რუსთავში საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს, განაცხადისგაკეთება 1-ლი აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშიშეუძლიათ.  განაცხადები ასევე მიიღება  სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგმისამართებზე:

•          რუსთავი, კოსტავას ქ.N20;

•          გორი, სამების ქუჩა N1;

•          ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;

•          ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

ამ ეტაპზე,  რუსთავში  ბინის  მოთხოვნით,  განაცხადის შევსებას თბილისში, რუსთავში, ქვემოქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეძლებენ." - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics