|
2022-03-18 17:15:26, 10237 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო ფორმატში განიხილა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო ფორმატში განიხილა შეხვედრას, შუახევის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ. მიმდინარე წელს, შუახევის მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000 ლარის ღირებულების 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, დაბის, სოფლის და მთის ცენტრების კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, სპორტული ინფრასტრუქტურა, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მთების ელექტროფიკაცია და ა.შ. მიმდინარე წელს, შუახევის მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000 ლარის ღირებულების 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, დაბის, სოფლის და მთის ცენტრების კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, სპორტული ინფრასტრუქტურა, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მთების ელექტროფიკაცია და ა.შ დღეის მდგომარეობით, სამუშაოები მიმდინარეობს 20-მდე პროექტზე. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში აპრილიდან დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)