|
2022-03-18 12:00:46, 1127 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 463.8 ლარია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით, 149.1 ლარით გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში და 2 431.6 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.5 პროცენტითაა გაზრდილი. რაც შეეხება დანარჩენს სფეროებს: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 270.2; მშენებლობა - 2 209.5 ლარი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 133.0 ლარი. ამასთან, საქსტატის ცნობით, გასული წლის ბოლო კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 153.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 767.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 131.3 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 186.4 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. უწყების მონაცემებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 180.9 ლარით, ანუ 12.8 პროცენტით გაიზარდა და 1 597.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი, 2 502.3 ლარი ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგში, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 394.2 ლარი) დარგებში ფიქსირდება. საანგარიშო პერიოდში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 93.4 ლარით, ანუ 8.1 პროცენტით გაიზარდა და 1 250.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)