03:16 - 24 Jun, 2026
|
2022-03-18 01:31:46, 1237 ნახვა
პოლიტიკა
მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე - ზუგდიდში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ზუგდიდში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ჟურნალისტ, ემა გოგოხიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული ტელეკომპანია თავად იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ადგილზე, იმის მიზნით მივიდა, რათა გადაეღოთ, თუ როგორ შლიდნენ ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის თანამშრომლები, ოფისის შენობიდან უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს. „სწორედ ამ მასალის გადაღების დროს, როგორც ემა იხსენებს, ოფისთან დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა, კასტეტებით შეიარაღებულმა პირებმა ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აღნიშნულია „მთავარი არხის“ განცხადებაში. მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ, რამდენიმე პირი პოლიციამ უკვე დააკავა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)