|
2022-03-17 13:22:58, 958 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური: შსს-ში 2021 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში 2021 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება განხორციელდა. - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა. „2021 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, განხორციელდა ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება. თანამედროვე სტანდარტების „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა, საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების ნაწილი. გადაიარაღების პროცესი წელსაც გაგრძელდება. 2021 წელს გურჯაანის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა. ახალი შენობა 100-ზე მეტ თანამშრომელზეა გათვლილი. პოლიციის ახალ შენობაში, გურჯაანის პოლიციის სამმართველოს გარდა, ერთ სივრცეში განთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, დაცვის პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და კინოლოგიის სამსახური. გასულს წელს თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის ახალი შენობა აშენდა. შენობა სრულად შეესაბამება მაღალმთიანი რეგიონის პირობებს და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად ახალ შენობაში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მასშტაბურად განახლდა ავტოპარკი - ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ავტოპარკის განახლება ემსახურება ეფექტიანი პოლიციური საქმიანობის და ოპერატიული რეაგირების, ასევე, ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)