|
2022-03-17 13:15:52, 662 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - საქართველოს გზებზე 2021 წელს დამატებით დამონტაჟდა სიჩქარის კონტროლის 77 სექცია
2021 წელს, საქართველოს მასშტაბით, დამატებით დამონტაჟდა 628 ვიდეოკამერა, სულ საქართველოს მასშტაბით ამოქმედებულია 5414 ვიდეოკამერა - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა ინციდენტების ტიპებისა და პრიორიტეტების განმსაზღვრელი ამერიკული პროგრამის - ProQA-ს „112“-ში დანერგვის შესახებაც ისაუბრა. „პანდემიის პირობებში განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. საქართველოში ინციდენტების ტიპებისა და პრიორიტეტების განმსაზღვრელი ამერიკული პროგრამის ProQA -ს საშუალებით, სახანძრო-სამაშველო და საპოლიციო საქმეები უკვე იმართება. შემდეგ ეტაპზე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროტოკოლი დაინერგება; 2021 წელს, საქართველოს მასშტაბით, დამატებით დამონტაჟდა 628 ვიდეოკამერა. მათ შორის 88 ნომრის ამომცნობი და 540 ზოგადი ხედვის, საერთო ჯამში, სულ, საქართველოს მასშტაბით, ამოქმედებულია 5414 ვიდეოკამერა. საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე 2021 წელს დამატებით დამონტაჟდა სიჩქარის კონტროლის 77 სექცია, ამ დროისათვის, სულ მოქმედებს 347 სექცია, რითაც ჯამურად 1412 კმ საგზაო მონაკვეთი კონტროლდება. 2021 წელს, „112“-ს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე აღჭურვილობა – სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა. აღნიშნული ტექნიკა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, კერძოდ, საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიაზე დამონტაჟდა და მათი საშუალებით როგორც შემომსვლელ, ასევე, გამსვლელ მგზავრთა ნაკადის მონიტორინგი ხდება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)