|
2022-03-17 13:09:18, 581 ნახვა
საზოგადოება
25 აპრილიდან - მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში მოხდება
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან - მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში. როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას. „2021 წელს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მომსახურების სააგენტომ დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ახალი, „AM” - კატეგორიის - მოპედების მართვის მოწმობების გაცემა, რომელიც 28 მარტიდან სავალდებულო გახდება. ამავე თარიღიდან სავალდებულო ხდება მოპედების რეგისტრაცია. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან - მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში. სააგენტო უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას. შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრების შეცვლა მობილური აპლიკაციით, სააგენტოში გამოცხადების გარეშე, დისტანციურად, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურების განხორციელება, როგორიცაა: ექსპორტი, რეექსპორტი და სხვა, ასევე რეგისტრაცია, მათ შორის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)