03:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 13:03:04, 583 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური - 2022 წელს, პრიორიტეტი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ეფექტიანად განხორციელება იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით.

როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2022 წელსაც გაგრძელდება რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები.

„პოლიციელთა სპეციალიზაციისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით,  2021 წელს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.  პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით. რეფორმის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავებულია „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგმის კონცეფცია.კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2021 წელს დამტკიცდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგია, რომელიც მოიცავს: ანალიტიკური ქსელის გაფართოებას, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა/განახლებას და ადამიანური რესურსების განვითარებას.
ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს  დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დანაშაულის შემცირებას.
2022 წელს გაგრძელდება რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები. მთავარი პრიორიტეტი იქნება: კრიმინალური პოლიციის რეფორმის სწორად დაგეგმილ ვადებში ეფექტიანად განხორციელება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემის გაძლიერება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics