03:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 12:35:06, 486 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური- მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შს მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს

მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს  - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა  პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  მოხსენებით  გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა  ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ   ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

„მოხსენების ოფიციალური ნაწილი უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებზე და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩვენთვის ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მტკივნეული. 2008 წელს, ომით, ამ აგრესიით გამოწვეული შედეგები ჩვენ საკუთარ სამშობლოში გამოვცადეთ და გადავიტანეთ.

მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ  უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე და რთული ვითარებაა უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა განსაცდელშია. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ქალაქები, სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა  ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ  ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას,  ამასთანავე, საქართველოდან შეუფერხებლად იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics