2022-03-17 01:43:59, 859 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - უპატიებელი რიტორიკაა ბაიდენის სიტყვები, რომელმაც ვლადიმერ პუტინი „ომის დამნაშავედ“ მოიხსენა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მიუღებელი და მიუტევებელი რიტორიკაა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვები, რომელმაც ვლადიმერ პუტინი „ომის დამნაშავედ“ მოიხსენა.
„მიუღებლად და უპატიებლად მიგვაჩნია სახელმწიფოს მეთაურის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებმა ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, 16 მარტს, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი ვლადიმერ პუტინს „ომის დამნაშავედ“ მიიჩნევდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,