|
2022-03-16 11:55:52, 1198 ნახვა
რეგიონი
შუხევის მერმა წყალსაყრისა და ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მერის ახალი წარმომადგენლები წარუდგინა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე წყალსაყრისა და ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მერის ახალი წარმომადგენლები, სულიკო ბოლქვაძე და გიორგი ფუტკარაძე წარუდგინა. ომარ ტაკიძემ ადგილობრივებს მიმდინარე წლის პრიორიტეტები, სოფლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად დაიგეგმა და განხორციელდება. ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე. მიმდინარე წელს, წყალსაყრისა და ოლადაურის თემებში 1100000 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. კეთილმოეწყობა გომის მთისა და ინწკირვეთის სოფლის ცენტრი, დასრულდება მთა შედრეკილში სასმელი წყლის მოყვანა. სამუშაოები გრძელდება მახალაკიძეების ბაგა-ბაღის მშენებლობასა და ეზოს კეთილმოწყობაზე, მთა სანალიაზე მოეწყობა ახალი ელექტორო სისტემა, რეაბილიოტაცია ჩაუტარდება ოლადაურის ამბულატორიას. გრძელდება სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია, ახალი გზების, მოსაცდელების მშენებლობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სარწყავი არხების რეაბილიტაცია. ომარ ტაკიძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე, რუსუდან შავაძე და საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, მურად ქათამაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)