03:57 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 20:52:36, 605 ნახვა

მსოფლიო
რუსულმა სასამართლომ მარია ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა

მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ ,,პირველი არხის" თანამშრომელი, მარია ოვსიანიკოვა საჯარო ღონისძიების ჩატარების წესების დარღვევისთვის, 30 000 რუბლით დააჯარიმა.

RIA-ს ცნობით, მარია ოვსიანიკოვასთან დაკავშირებით საქმე აღძრულია რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით (საჯარო ღონისძიების ორგანიზება ან ჩატარება შეტყობინების გარეშე).

როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა, სამართალდამცავების ინტერესი წინა დღეს გამოქვეყნებული ვიდეოს ეხებოდა, რომელშიც ოვსიანიკოვა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებას აპროტესტებდა და ხალხს აქციებზე წასვლისკენ მოუწოდებდა.

თავად მარია ოვსიანიკოვამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ბრალს არ აღიარებს.

,,მე არ ვაღიარებ დანაშაულს, ეს იყო ჩემი ანტი-ომის განცხადება", - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics