2022-03-15 09:53:45, 563 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალისტს, რომელიც ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით შევიდა, ადვოკატები ვერ პოულობენ
რუსული პროპაგანდისტული არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანკინოვა, რომელიც გუშინ, პირდაპირ ეთერში, სტუდიაში უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, ადვოკატებმა ვერ იპოვეს. ამის შესახებ პორტალი OVD-Info წერს.
როგორც ისინი აცხადებენ, დაკავებული რედაქტორი არ იმყოფება ამჟამად ოსტანკინოს პოლიციის განყოფილებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მარინა ოვსიანკოვა პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში გამოჩნდა ბანერით „არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!", რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,