01:48 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-13 05:11:31, 809 ნახვა

მსოფლიო
ერბილის მიმართულებით 14 რაკეტა გაისროლეს - ბარზანიმ თავდასხმას ლაჩრული ტერაქტი უწოდა

ქურთისტანის მთავრობის ცნობით ქალაქ ერბილში აშშ-ის გენერალური საკონსულოს და აშშ-ს სამხედრო ბაზის მიმართულებით 14 რაკეტა გაისროლეს.
ქურთისტანის რეგიონის პრემიერ-მინისტრის მასრურ ბარზანის განცხადებით, ერბილის წინააღმდეგ განხორციელდა ლაჩრული თავდასხმა და ტერაქტი.
"ერბილი  ქედს არ იხრის მშიშრების წინაშე. ძალიან მრცხვენია ერბილის ზოგიერთ ადგილას განხორციელებული ტერაქტების გამო და ვთხოვ მამაც და მომთმენ ერბილს მოთმინებას და სამართალდამცავი ორგანოების მითითებებს შეასრულოს. ვაფასებ თქვენს მოთმინებას." მიმართა ბარზანიმ ერბილის მცხოვრებლებს.
ამასთან ირანულ ტელეგრამ არხებში რუსეთის მიმართ მხარდამჭერი შეტყობინებები გაჩნდა, რომელთა უმრავლესობა შემდეგი შინაარსისაა: „ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც მოგვყვება ან შემოგვიერთდება რუსეთიდან, ჩეჩნეთიდან, ბელორუსიიდან და ჩინეთიდან, V და Z, თქვენ მარტო არ ხართ"
ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ ერბილში, აშშ-ის გენერალური საკონსულოს შენობასთან რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. ირანული და ერაყული მედია ასევე იტყობინება, რომ თავდასხმა მოხდა აშშ-ს სამხედრო ბაზაზე. ამასთან ირანი თავეს დაესხა საელჩოს და საკონსულოს ერბილში. ახლა აშშ-ის საელჩოს შენობების კომპლექსი ხანძარია.
ირანული მედია წერს, რომ ეს არის შურისძიება ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განადგურებული სირიაში ორი ირანელი ოფიცრის გარდაცვალების გამო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics