2022-03-11 16:48:55, 581 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში პოზიტიური ძვრებია
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებში გარკვეული პოზიტიური ძვრებია.
აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრამდე განაცხადა.
„მე მოგაწვდით ინფორმაციას ასევე უკრაინის მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. პირველ რიგში, იმაზე, როგორ მიმდინარეობს ამჟამად მოლაპარაკებები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. იქ არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მაცნობეს მომლაპარაკებლებმა ჩვენი მხრიდან. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად მოგიყვებით",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,