|
2022-03-11 11:02:28, 2421 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 873 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 859 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 014 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 543 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 633 443-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 16.83% ხოლო 7 დღის მანძილზე - 14.57%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 198 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 581 376-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 505 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 718 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 228, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 65, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 109, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 536 საიდანაც, 1 695 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 722, აჭარაში - 135, იმერეთში - 340. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 494 პირი, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 64, იმერეთში - 97. 33 841 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)