2022-03-10 17:55:09, 600 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას დროებით წყვეტს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევა-მარია ლიმეცეს განცხადებით, ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა.
"გეგმა არის დროებით შეწყდეს C და D ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს ძირითადად ეხება ახალ ვიზებს და სანამ არ დასრულდება რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინაში", - თქვა ლიმეცმა.
კითხვაზე, შეძლებენ თუ არა რუსი ტურისტები სპა-ცენტრები მონახულებას, ლიმეცმა უპასუხა, რომ ისინი ამას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებენ", - აცხადებს მინისტრი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,