06:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 14:19:25, 734 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში

„მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დედაქალაქის მერი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. რასაკვირველია, ეს ყველას გვაშფოთებს და არ მეგულება ადამიანი, რომელიც მძიმედ არ რეაგირებდეს ყოველდღიურად გავრცელებულ კადრებზე, რომელიც უკრაინელი ხალხის ტრაგედიას ასახავს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს. რამდენიმე დღის წინ, როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ჩემს მოლდოველ კოლეგასთან ერთად, წერილით მივმართე კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, სატელეფონო საუბარიც მქონდა მასთან. ასევე, სატელეფონო საუბარი მქონდა ხარკოვის მერთან, იგორ ტერეხოვთან. რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, რომ იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში, სადაც არავინ დაუნგრევს სახლებს, ტყვიების წვიმაში არ მოხვდებიან მათი შვილები, სარდაფებში და ბომბსაცავებში არ მოუწევთ ღამეების გათენება. ვუყურებ ქალაქების დაბომბვის, ნგრევის კადრებს და ვფიქრობ, რომ ყველაფერს ეშველება, ყველაფრის აღდგენა იქნება შესაძლებელი, მაგრამ შეუძლებელია წართმეული სიცოცხლის დაბრუნება. სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი და ეს ყველაზე მტკივნეული და დამანგრეველია. მინდა, გულით ვუსურვო უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ქვეყნის აღდგენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უკრაინისა და მისი მოქალაქეების დახმარების მიზნით, საქართველო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს. 

„გავაგრძელებთ უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერას. ვისაც შეგვიძლია, გვერდით დავუდგეთ. საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის თანადგომა, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს გამოუთქვა მხარდაჭერა. ისინი დღეს უზრუნველყოფილნი არიან, საცხოვრისით და საკვებით. ამაში ჩართულია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, რიგითი, მოქალაქეები, რისთვისაც მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics