|
2022-03-09 12:21:58, 596 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური - არ არის მართალი, თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ
ომის დაწყებიდან 24-დან დღემდე 13 დღის განმავლობაში საქართველოში შემოსულია რუსეთის 20 000 მოქალაქე მათ შორის 3 000, რომლებიც შემოვიდნენ და ჯერ არ გასულან ქვეყნიდან. - ამის შესახებ შსს მინისტრმა ვახტან გომელაურმა ჟურნალისტებთან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საზღვარი კონტროლდება და უსაფრთხოების ზომები აქსიმალურად დაცულია. ამასთან, შს მინისტრმა დასძინა, რომ დღეს ტურისტების რაოდენობა 2019 წელს და 2021 წელთან შედარებით შემცირებულია. საზღვარი კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გვაქვს მაქსიმალურად აქცენტი გაკეთებული უსაფრთხოებაზე, როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე. იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოს რაღაც უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში. ეს არ არის მართალი. 2020 წელს დაკეტილი იყო მთლიანად. 2019 წელს და 2021 წელს თუ შევადარებთ, დაახლოებით 70 პროცენტია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია. ომის დაწყებიდან 24-დან დღემდე 13 დღის განმავლობაში საქართველოში შემოსულია რუსეთის 20 000 მოქალაქე. აქედან კიდევ ძალიან ბევრი შემოდის, მაგალითად, თურქეთიდან ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავის ქვეყნებში, გაჩერდა ფრენები. უმეტეს შემთხვევაში არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც თურქეთში, სტამბოლში, ანკარაში ქირაობენ ავტობუსებს, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან. ესეც ითვლება ამ ხალხში, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, თუმცა ტოვებენ ქვეყანას, გადიან. რომ ვთქვა, ნახევარი რჩება, არ რჩება. დაახლოებით სამი ათასია, რომლებიც შემოვიდნენ და ჯერ არ გასულან“ - განაცხადა გომელაურმა. ამასთან გომელაურმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დივერსანტების შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გააკეთებს, რადგან სუს-ის თანამაშრომელბთან კოორდინირებულად მიმდინარეობს სამუშაოები. „დივერსანტების შემოპარვა ცოტა სხვა თემა და ამაზე ღიად ვერ ვიტყვი. ვმუშაობთ უსაფრთხოების სამსახურთან ერთად. დივერსანტების შემოპარვა საერთოდ სხვა თემაა. ამაზე ღიად ვერ ვიტყვი, რას და როგორ ვაკეთებთ. ამ დროისთვის 180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით. ერთ-ერთი ალბათ ეს „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა, მესაზღვრე თავად წყვეტს ვინ შემოუშვას და ვინ არა, ამას არ წყვეტს მინისტრი, მისი მოადგილე, კურატორი ან ა.შ. გაწერილი წესია“, - დასძინა გომელაურმა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)