|
2022-03-07 16:57:29, 759 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში 4 სოციალური სახლი შენდება, სადაც 100 ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრისს
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იაფი საცხოვრისით 100 ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 8 371 976 ლარი არის გამოყოფილი. მშენებლობა 2022 წლის ოქტომბერში დასრულება. ბათუმში იაფი საცხოვრისის პროექტის 1 ეტაპი 2021 წელს დასრულდა და ბინა 40 ოჯახს გადაეცა. დამატებით 40 ოჯახის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელთაც არ აქვთ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.
,,ბათუმისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი მოქალაქეების საბინაო უზრუნველყოფა, სწორედ ამ მიზნით ბათუმის მერიამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 4 ახალი სოციალური სახლის აშენდება და 100 ოჯახი მიიღებს უკვე წლის ბოლოსთვის ახალ საცხოვრისს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროგრამაზე „ბათუმის ავარიული სახლების გარეშე", რომლის ფარგლებშიც უკვე 2025 წლისთვის, 4 წლის განმავლობაში 3000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ არცერთი ოჯახი არ ცხოვრობდეს ავარიულ პირობებში ბათუმში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)