07:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 18:38:50, 1186 ნახვა

პოლიტიკა
გავრილოვი - თუ საქართველო გააგრძელებს არჩეულ კურსს და მხარს არ დაუჭერს ანტირუსულ სანქციებს, პირდაპირი ფრენების აღდგენას დავუშვებთ

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, რიგი პირობების გათვალისწინებით, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა შესაძლოა დაუშვას. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს ქონებრივი კომიტეტის ხელმძღვანელმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს და მხარს არ დაუჭერს ანტირუსული სანქციების გავრცელებას, მაშინ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი. 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს და მხარს არ დაუჭერს ანტირუსული სანქციების გავრცელებას, მაშინ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი“, - ამბობს სერგეი გავრილოვი 

მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ვაჭრობის ინდიკატორების ადრეული დაცემის რისკებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს შესაძლებლობების გაფართოებაზე, იქნება დამატებითი სტიმული როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის კონტაქტების განვითარებისთვის, ასევე ქართული პოლიტიკის დამოუკიდებლობისთვის.

რუსმა პარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოკლე დროში მოხდა არაერთი მოვლენა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე. ამგვარად, როსელხოზნაძორმა გადაწყვიტა რძის პროდუქტების 15 ქართველ მწარმოებელს შეეშვა რუსულ ბაზარზე. მანამდე საქართველომ მხარი არ დაუჭირა ანტირუსულ სანქციებს და უარი თქვა თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის მიღებაზე, რომლითაც ბოევიკები უკრაინაში აპირებდნენ გაფრენას, აღნიშნა დეპუტატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics