2022-03-06 17:21:16, 693 ნახვა
საზოგადოება
ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთში რძის ნაწარმის ექსპორტზე გატანას აპროტესტებდა, დააკავეს
პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცავებმა დააკავეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მთავრობის კანცელარიის წინ, ქართული რძის ნაწარმის რუსეთში ექსპორტზე გატანის შესახებ ბრიფინგს მართავდა, რა დროსაც მან სცადა შენობისთვის წითელი სითხის მისხმა. სამართალდამცავებმა კი ის ადგილზე დააკავეს.
ცნობისთვის, რუსეთი 15 ქართულ კომპანიას უფლებას აძლევს, რუსეთში რძის პროდუქტები შეიტანოს. ამის შესახებ ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურის (როსსელხორნადზორმა) ხელმძღვანელის მრჩეველმა, იულია მელანომ განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,