2022-03-06 16:43:13, 590 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი ქარის შედეგად, დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დაზიანდა
ძლიერი ქარის შედეგად, დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დაზიანებულია.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.
უწყების ინფორმაციით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,