00:56 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-05 16:30:00, 1179 ნახვა

რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, კასპის მერი მოსახლეობას შეხვდა

 “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, კასპის  მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი  და მუნიციპალიტეტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს.

უწყების ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ კოდისწყაროს, ქვემო ჭალის და სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის 20 სოფლის მაცხოვრებლებს. 

"აღნიშნული პროგრამის მიზანია სოფელზე გამოყოფილი თანხების ფარგლებში მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი პრიორიტეტული პრობლემა მოაგვაროს. პროგრამა ხელს უწყობს როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაც მნიშვნელოვანია.

პროგრამის ფარგლებში ის პროექტები ხორციელდება, რომელსაც ადგილობრივების უმრავლესობა გადაწყვეტს. მოსახლეობა ძირითადად სოფლის შიდა გზების მოხრეშვას, გარეგანათების, სპორტული და საბავშვო სივრცეების მოწყობას ითხოვს.

2022 წელს  კასპის მუნიციპალიტეტისთვის 950  000 ლარია გამოყოფილი, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.  სოფლებზე თანხები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა განაწილებული 10 000 -დან 20 000 ლარის ფარგლებში." - ნათქვამია ინფირმაციაში

მოსახლეობასთან შეხვედრები  კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics