02:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 13:00:37, 607 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდა

ოთარ შამუგიამ ელჩს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფილის მეურენობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე აგრარული დარგის ხელშეწყობის და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა მელიორაციის და მიწის მდგრადი მართვის საკითხებზე. ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის მიწის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.

შეხვედრაზე მხარეებმა ფერმერთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება, რათა წარმოებულმა პროდუქტმა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები.

დიეგო კოლასმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. ელჩის განცხადებით, ქართულ ღვინო განსაკუთრებულია და საერთაშორისო ბაზრებზე  ექსპორტის ზრდის რეალური პოტენციალი არსებობს.

შეხვედრის დასასრულს, დიეგო კოლასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics