09:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 10:25:53, 708 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კიევის მერს ესაუბრა


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას კიევის მერთან ვიტალი კლიჩკოსთან მეგობრობა აკავშირებს და სატელეფონო კომუნიკაცია მასთან დღესაც ჰქონდა. 

„ვიტალი კლიჩკოსთან მეგობრობა მაკავშირებს და რა თქმა უნდა, მქონდა კომუნიკაცია, დღესაც ვესაუბრე. მესაუბრებოდა იქ მიმდინარე მოვლენებზე, იმ სირთულეებზე, რაც დღეს უკრაინაშია. ჩვენ ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა და დახმარება. მათი თხოვნა იყო, რომ ის ჰუმანიტარული ტვირთები, რომელიც საქართველოდან იგზავნება, ისეთი ქალაქებისთვის მიგვეწოდებინა, როგორიცაა ხარკოვი, მარიუპოლი, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ და თანადგომა სჭირდებათ“, -  განაცხადა კახა კალაძემ და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერ ჰუმანიტარულ ღონისძიებებში არიან ჩართული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics