02:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 14:40:11, 694 ნახვა

საზოგადოება
„ჩვენ მათ გვერდზე ვართ და არ მივატოვებთ განსაცდელში!“ - თბილისში მყოფ უკრაინელ ტურისტებს პროკურატურის თანამშრომლები სტუმრობდნენ

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სას­ტუმ­რო­ებ­ში უფა­სოდ გან­თავ­დნენ. უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ნა­წი­ლი სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი ცენ­ტრალ­ში" არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც დღეს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

მათ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ტკბი­ლე­უ­ლი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ შეგ­რო­ვი­ლი თან­ხა გა­დას­ცეს. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წე­რენ, შეხ­ვედ­რა თბი­ლი და ემო­ცი­უ­რი იყო.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. მალე მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­დე­ბი­ან გა­მარ­ჯვე­ბულ და თა­ვი­სუ­ფალ სამ­შობ­ლო­ში, ჩვენ კი მა­ნამ მათ გვერ­დზე ვართ და არ მი­ვა­ტო­ვებთ გან­საც­დელ­ში! დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას! დი­დე­ბა გმი­რებს" - წერს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ბაია ცა­ნა­ვა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics