|
2022-03-01 12:25:25, 482 ნახვა
საზოგადოება
ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ის მცხოვრებლები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ
ვაკის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ის მცხოვრებლები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ფერდი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა, გამაგრებულია და მისი ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს. „შეგახსენებთ, რომ ლორთქიფანიძის N10-ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებისას, ფერდი ჩამოიშალა და ადგილობრივი მცხოვრებლების გაყვანა ვაკის გამგეობას ქირით მოუწია. ნახევარი წლის განმავლობაში, გამგეობა ქირით 65 ოჯახს უზრუნველყოფდა. გამაგრების სამუშაოები დასრულებულია და ფერდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს. ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არსებობს, რაც მოსახლეობას გავაცანით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა. „როგორც ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამჟამად, მისი პროექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ლორთქიფანიძის N10-ში სკვერი მოეწყობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ლორთქიფანიძის N28-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ფერდის გამაგრების სამუშაოები შეესაბამება შპს „კავტრანსპროექტის“ მიერ მომზადებულ პროექტს. შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ფერდის ზონაში მოწყობილია არმირებული ბეტონის საბჯენები, ფერდის ზედა ნაწილზე კი დამონტაჟებულია არმატურის ბადე და ორ რიგად სადრენაჟე მილები. კორპუსის მცხოვრებთა შესახლებისას, ადგილზე ჩაირთო ყველა კომუნიკაცია, რომელიც შემოწმდა კომპანიების - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP), „თბილისი ენერჯისა“ და „თელასის“ წარმომადგენლების მიერ. ვაკის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან კომუნიკაციას ამჟამადაც განაგრძობს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)