|
2022-02-26 20:29:16, 737 ნახვა
პოლიტიკა
Anonymous აცხადებს პუტინს ომს უცხადებს და იარაღის დამზადების საიდუმლოს აქვეყნებს
უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous აცხადებს, რომ მოიპოვა და გაავრცელა დაახლოებით 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილები ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან. მათი თქმით, ეს ის კომპანიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრაში ლოჯისტიკურ დახმარებას უწევდა და მათგან აქვთ შეძენილი ის ჭურვები, რომლებიც ახლა უკრაინაში ცვივა. რამდენიმე საათის წინ "ანონიმუსმა" სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ისინი პუტინს მიმართავენ და აფრთხილებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიას არ შეწყვეტს, მაშინ სახელმწიფო ვებსაიტების დაჰაკვას განაგრძობენ. მანამდე კი, ჰაკერულმა დაჯგუფებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, Russia Today და გაზპრომის გვერდები გათიშეს. "გამარჯობა მსოფლიო მოქალაქეები, ეს გზავნილია ვლადიმერ პუტინისთვის ანონიმუსისგან. ბატონო პუტინ, აგრესია უკრაინის მიმართ იმის დასტურია, რომ თქვენ არ სცემთ პატივს, ადამიანთა უფლებებს. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სრულ მასშტაბიანი აგრესია მიმდინარეობს. სამოქალაქო უბნები დაიბომბა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ლტოლვილები გარბიან და მოქალაქეები იძულებულია არიან უკრაინის ხელისუფლების დავალებით იარაღი აიღონ ხელში.ეს ძალიან ცუდი სიტუაციაა, ყველა გაგებით და ამის გამჩაღებელი თქვენ ხართ. მთელი მსოფლიო ხედავს თქვენი პროპაგანდის მიზანს, ანონიმუსის წევრებმა კიბერ ომი გამოუცხადეს თქვენს აგრესიულ რეჟიმს და გასულ რამდენიმე დღეში ბევრი სამთავრობო ვებგვერდი გაითიშა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე თქვენ მსოფლიო ჰაკერების რისხვა დაგატყდებათ თავს. ბევრი მათგანი, ალბათ თქვენსავე ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენი საიდუმლოები უსაფრთხოდ ვეღარ იქნება და შესაძლოა თქვენი მთავრობის დაცული გვერდებიც გაიტეხოს. ახლა უკრაინაში შეჭრით, საქართველოსა და ყირიმში წინა შეჭრა აჩვენებს თქვენს სტრატეგიას, რომ გსურთ იმ ტერიტორიების მიერთება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შედიოდა. საბჭოთა კავშირი დიდ ხნის წინ დაინგრა და მსოფლიოს არ დაინგრა და მსოფლიოს არ დაავიწყდება ამ რეჟიმის სისასტიკე. ამ ომს თქვენ ვერ მოიგებთ, რა ძლიერიც არ უნდა გეგონოთ საკუთარი თავი. ჩვენ ვართ ანონიმუსი, ჩვენ ვართ რეგიონი, გველოდეთ",- ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)