13:57 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 12:49:23, 819 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინაში ჩასვლას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, დაკეტილია საჰაერო სივრცე

კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას - თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე და არათუ მე, რამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შეჩერდეს.

„უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია. სოლიდარობის გამოხატვა ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია და გამოვხატეთ ისე, როგორც გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, რამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია. სამწუხაროა და მე კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულისტკვილით ვუყურებ იმ სცენებს რაც უკრაინაში ხდება და როგორ იჩაგრებ უკრაინელი ხალხი. ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics