12:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 21:24:52, 758 ნახვა

ეკონომიკა
ბრიტანეთი რუსულ ავიაკომპანია აეროფლოტს ქვეყანაში ფრენებს უკრძალავს, ფიზიკური პირების ფულს კი ყინავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში გამოსვლისას გამოაცხადა სანქციები შესახებ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო.
დიდი ბრიტანეთის სანქციები კონკრეტულად მოიცავს: ვი-თი-ბი ბანკის-ს ყველა აქტივის გაყინვა;
აეროფლოტის მიმართ შეზღუდვები - დიდიმა ბრიტანეთმა აკრძალა რუსული ავიაკომპანიის ფრენები ქვეყანაში;
მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. ლონდონი ასევე გაყინავს კიდევ 100 ფიზიკურ პირს და ერთეულს, ანგარიშებს აქტივებს და პირად ფულს.

ამასთან ერთად, რუსეთის საფონდო ბირჟამ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ფონზე ისტორიაში მაქსიმალური ვარდნა აჩვენა, იუწყება ინტერფაქსი.

მოსკოვის ბირჟის ინდექსი დაეცა მესამედით (-33,3%), RTS-ის ინდექსი - 39,4%-ით.

ინტერფაქსი ასევე აღნიშნავს, რომ ბლუ ჩიპების უმრავლესობის, ანუ უმსხვილესი და ყველაზე სტაბილური კომპანიების აქციების ფასები 48,8%-ით დაეცა. მათ შორის ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგული ქაღალდი "Yandex", "Sberbank", "Inter RAO", VTB და OZON.

ევროს კურსი, ვებსაიტის Investing.com-ის მიხედვით, გაიზარდა თითქმის 97 რუბლამდე, დოლარის კურსი 86,87 რუბლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics