|
2022-02-23 14:22:31, 430 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო
23 თებერვალი 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეა. თავდაცვის მინისტრმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპული გმირების ხსოვნას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილეებთან და აკადემიის ხელმძღვანელობასთან ერთად მიაგო პატივი. მინისტრმა იუნკერების გმირობის ისტორიები და მათი ღვაწლი გაიხსენა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო მუზეუმში წიგნის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) შეიარაღებული ძალები“ პრეზენტაციას დაესწრო. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და იუნკერებს წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა და ავტორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცეც დაათვალიერეს, სადაც მუდმივი ექსპოზიციის სახით აკადემიის ისტორიის ამსახველი ფოტოები, ხელნაწერები, ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობაა წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)