|
2022-02-21 14:31:44, 1458 ნახვა
რეგიონი
აჭარის მდინარის აუზებში ტყვიის შესაძლო წყაროების კვლევა მიმდინარეობს
აჭარის მდინარის აუზებში ტყვიის შესაძლო წყაროების კვლევა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოში იმყოფება ისრაელიდან ცნობილი ჰიდროგეოლოგი, პროფესორი, ეილონ ადარი. ვიზიტის ფარგლებში წყლის სინჯები შემდგომი კვლევისათვის აღებული იქნა მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფელში. სამუშაო ჯგუფის წევრებს დღეს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ნონო ნიჟარაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ბავშვებსა და ორსულებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით აქამდე ჩატარებული კვლევები და ისაუბრნენ ახალი პროექტის მნიშვნელობაზე. მიმდინარე წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას, გაფართოვდა. 2022 წლიდან პროგრამით 8-14 წალმდე მოზარდები ისარგებლებენ. გასული წლის პროგრამის ფარგლებში ღონისძიების ფარგლებში კვლევა ჩაუტარდა 6000 ბენეფიციარს. კვლევის შედეგის მიხედვით განმეორებით მეორე კვლევა ჩაუტარდა 784 ბენფიციარს, ხოლო მესამე - 116.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)