13:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 10:26:59, 720 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო მედისაშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისის აეროპორტი დაათვალიერეს

The New York Times”, BBC”, “Forbes“, Independent”, Dazed Magazine, “Marie Claire”, “Sunday Times” და ”Sueddeutsche zeitung”-ის ჟურნალისტებმა, იმერეთის პრეს-ტურის ფარგლებში ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტი მოინახულეს. - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა  განახლებული აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზები, ასევე ტერასა გადაიღეს და ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებს გაეცნენ.

მათ ადგილზე მეგზურობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპროტის მენეჯერმა არჩილ სილაქაძემ გაუწია. 

"ცნობილი გამოცემების წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ. მათ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხე მოინახულეს და საქართველოს ისტორიული ადგილებისა და ქართული კულტურის შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ. 
დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ერთადერთია, სადაც ყველაზე მეტი ევროპული მიმართულება სრულდება. ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი გზით ევროპის 19 ქვეყანაშია მოხვედრა შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად, მუდმივად მუშაობს, რომ ევროპული მიმართულებების რაოდენობა 2019 წლის ნიშნულს მიუახლოვდეს. 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ქუთაისიდან ევროკავშირის მიმართულებით და პირიქით, კიდევ რამდენიმე პირდაპირი რეგულარული რეისი დაემატება." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics