16:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 16:09:19, 723 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში სუს-ის შენობაა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სუს-ი არის საქართველოში მთავარი ქოლ-ცენტრი და დანაშაულის მთავარი ადგილი. 

ხაბეიშვილის განცხადებით, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი  ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

"​ გაასაჯაროვეს დღეს, რომ თითქოს ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, წინ წაიწიეს. ეს არის ფაფხური და მეტი არაფერი. და რატომ ? ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ვსაუბრობ უკვე რამდენიმე თვეა და პირადად ვარ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. ამიტომ რიგითი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები კი არა, რეალური თანამდებობის პირები არიან, ვინც მფარველობენ ამ ქოლ-ცენტრებს და დღეს შემთხვევით არ ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისთან.  ეს არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი. ეს არის ადგილი, საიდანაც სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და "ქართულ ოცნებას", რომლებიც შემდგომ ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის, ზონდერებისთვის და არჩევნების გასაყალბებლად", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ , შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან  ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics