14:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 14:24:46, 807 ნახვა

საზოგადოება
ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე, წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. გასულ წელს მოწესრიგდა ამ ქუჩების გარკვეული ნაწილი, ახლა კი მეორე ეტაპი დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 8 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე  ვაგრძელებთ სამუშაოებს, სადაც გასულ წელს გარკვეული მონაკვეთი უკვე მოწესრიგდა. ახლა ასმათის ქუჩაზე  სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, ხოლო ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics