13:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 12:39:40, 1178 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი Snacky საქმიანობას ავითარებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „Snacky“, საქმიანობას ავითარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. „Snacky“-ის პროდუქციის ყოველდღიური რეალიზაცია 2 ტონას აჭარბებს.

ამასთან, პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. „Snacky “მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს.

„Snacky“-ის პროდუქცია არ შეიცავს შაქარს ან რაიმე სახის დანამატს, შესაბამისად, ეს არის საქართველოში პირველი ადგილობრივად წარმოებული ნატურალური და ჯანსაღი არაქისის კარაქი. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია, საწარმოს სათანადო ინვენტარით აღჭურვას მოვახმარეთ. პარტნიორობის ფარგლებში, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავფართოვდეთ“,- აცხადებს „Snacky“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ მამულაშვილი.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ახალი ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთ ქართულ წამოწყებას დავუჭიროთ მხარი. „Snacky“-ის არაქისის კარაქი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზე. სამომავლოდ კი, კომპანია გეგმავს პროდუქცია ექსპორტზე, ევროპის ქვეყნებში, საბერძნეთსა და უკრაინაში გაიტანოს. გვინდა წარმატება ვუსურვოთ „Snacky”-ის გუნდს. ჩვენ კი, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, რაც გვჯერა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics