|
2022-02-17 15:47:18, 473 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი შოთაძე: კოვიდ19-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ საქმიანობის ეფექტიანობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაზრდაც
საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ამსახველი ანგარიში ძირითადად შეეხება პროკურატურის მუშაობას 2021 წელს, სადაც საკმაოდ დეტალურად არის ასახული პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, შედეგების სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და არსებული ტენდენციები, გამოწვევები რომლის წინაშეც დღეს სისტემა დგას და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება პროკურატურას განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდაში დაეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „კორონავირუსით (COVID – 19) გამოწვეული პანდემიის გამო, საქართველოს პროკურატურა 2020-2021 წლებში აქამდე სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა - ერთი მხრივ, მოეხდინა სისტემაში თანამშრომლებს შორის ვირუსის გავრცელების პრევენცია და, მეორე მხრივ, გაეგრძელებინა ეფექტიანი საქმიანობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და უწყვეტ რეჟიმში განხორციელების მიზნით, მთელი რიგი მიმართულებებით მუშაობა დისტანციურ რეჟიმში მოგვიწია, მათ შორის სასმართლო პროცესების წარმართვა. მიუხედავად ხსენებული გამოწვევებისა, ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება არსებულ რეალობასთან და საქმიანობის ეფექტიანობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაზრდაც, რაშიც ყველა დარწმუნდებით ჩვენი საქმიანობის ანგარიშის გაცნობის შემდგომ"- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა. ირაკლი შოთაძის თქმით, საქართველოს პროკურატურისთვის 2021 წელი მნიშვნელოვანი წარმატებების წელი იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ უწყება ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება განვითარების სტრატეგიით დაგეგმილ მიზნებს. „წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას სისტემისთვის პრიორიტეტულ ისეთ მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პროკურატურის ახალი 6 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ცალკეულ დანაშაულებებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ანალიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის მოდელი და ციფრული ტრანსფორმაცია, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, საზოგადოებრის პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები"- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)