00:57 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 17:28:56, 1161 ნახვა

რეგიონი
ბათუმი საზღვაო რეგიონების კავშირის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმი 16-17 თებერვალს საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით,  საერთაშორისო კონფერენციის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და ამ მხრივ ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  საზღვაო რეგიონების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.

"CulTourE4Youth Batumi International Workshop-ი მონაწილეობა საბერძნეთის, იტალიის, ინგლისის, ესპანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, მოლდოვის, რუმინეთის  და თურქეთის, ასევე ევროპული ინსტიტუციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ლურჯი ეკონომიკა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილებები, საზღვაო და კულტურული ტურიზმი, ახალგაზრდული მეწარმეობის გაძლიერება.

ვორქშოფის ორგანიზატორია საზღვაო რეგიონების კავშირი (CPMR).  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საზღვაო რეგიონების კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც საშუალებას აძლევს რეგიონს სრულად ჩაერთოს CPMR პოლიტიკის შემუშავებაში.

პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირი წარმოადგენს საზღვაო რეგიონების ქსელს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 160 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics